რგოლსაკიდი ძვ.წ. მე-5 ს

კოლექციის შესახებ

ფიჭვნარის ბერძნული ნეკროპოლისი

აღმოჩენილია არქეოლოგიური ექსპედიციის დროს

ზომა: 2.7X3 სმ

ოქრო

რკალი წრიული შემოწერილობის, ოთხწახნაგა. წახნაგებს წრიული მარცვლოვანი გავარსის მჭიდროდ განლაგებული ურთიერთდაშორებული რიგი ქმნის, რომელთა შორის წნული მცენარეული ორნამენიტის ზოლებია დატანილი. საკიდი რგოლი უნდა ბოლოვდებოდეს ბეჰემოთის ტავის სკულპტურული გამოსახულებით. რელიეფურადაა ნაჩვენები ზემოთკენ აზიდული ყურები, წყვილი, ურთიერთდაშორებული რელიეფური თვალი, შემსხვილებული დრუნჩი დაფარულია მარცვლოვანი გავარსის ბოლოში წრიული, ხოლო თავის არეში ვერტიკალურრი ზოლებით. კარგად იკითხება პირის ჭრილი და კეფა. გავარსი უხვადაა გამოყენებული ყბის არეშიც. რკალი თავთან დაკავშირებულია წვრილი მარრცვლოვანი გავარსით შექმნილი სამკუთხედებითა და წრიული ზოლით. ნაკეთობა წარმოადგენს საიუველირო ხელოვნების მაღალმხატვრულ ნიმუშს.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექცია ინვ. № 1: 12-41;

ბიბლიოგრაფია:

კახიძე ამირან, შალიკაძე თამარი და ფარტენაძე თამარი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის განძი, კატალოგი, ბათუმი, 2015: 33, სურ. 39-40.

გაზიარება